ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა, თსუ–ის ადმინისტრაციის იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სტუდენტებს უნივერსიტეტში არ უშვებენ და საიდანაც ლექტორები გვირაბებით გამოიყვანეს გარეთ, ასევე, ბსუ–ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სტუდენტენს ფანჯრები დაულუქეს და წერს:
ასეთ ლექტორებს, პროფესორებს, დეკანებს და რექტორებს ვქირაობთ ჩვენ და სხვა არავინ. ამათ მიცემულ განათლებას გავკარი. უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტებს ერთი ადამიანიც არ გამოუცხადებს თანადგომას და თუნდაც ცდებოდნენ, მათ გვერდით არ დააღამებს და გაათენებს. მათთან ერთად არ შესცივდება, მოწყურდება, მოშივდება – ეგეთი ტიპების განათლებულობა და ინტელექტი ვის რაში სჭირდება?ტიპები ფაშისტები არიან – წყალი და საკვებიც არ უნდა მიიღონ თურმე ბავშვებმა. ამ ლექტორებს გამარჯობას ეუბნებით და ხელს ართმევთ?
კომენტარები