21:29, ხუთშაბათი, 21 ნოემბერი, 2024

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია გადადგომის მოთხოვნას დათანხმდა

მთავარი არხის ცნობით, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგომის მოთხოვნას დათანხმდა.

სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ და ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა ე.წ. სამთავრობო შენობები, მათ შორის ბჟანიას სამუშაო კაბინეტი დაიკავეს. ვითარება დღეს მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ კენჭისყრა ჩაინიშნა.

მოგვიანებით, ბჟანიამ განაცხადა:

“გთხოვთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ, მე აქ ვარ და გავაგრძელოთ მუშაობა. ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ამ მოვლენების შედეგები აღმოვფხვრათ. მადლობა მხარდაჭერისთვის“

თუმცა, რა გზით ფიქრობს შედეგების აღმოფხვრას და მართლაც დაეთანხმა თუ არა პროტესტანტების საკოორდინაციო საბჭოს გადაგომაზე, – უცნობია.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ბიზნესი