საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე, ზალიკო სამადაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და წერს:
ძალიან იმედიანად იყო. ტრადიციულად, ჩემგან განსხვავებით. ვერ მოგვერევიანო. რატომ მეთქი? და შევყევით ჩემს პესიმისტურ არგუმენტებს. ყველაფერში დამეთანხმა. ბოლოს მითხრა, ახალგაზრდების ამ სტიქიურ მოძრაობასაც ხომ არ ველოდით? ჰოდა, მეგობრების იმედი მაქვს და სტიქიური ძალისო. დაე სამართლიანმა, გულწრფელმა, ალალმა სტიქიამ სძლიოს უსინდისო, ბნელ, გახრწნილ ბოროტებას.
კომენტარები