ტვ პირველის ცნობით, ერთი თვის წინ, ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში კახა კალაძე, რომელსაც ახალგაზრდა კაცის პროტესტი არ მოეწონა, მას ფიზიკურად გაუსწორდა.
მედიის ცნობით სასტუმრო “რუმსში” განხორციელებულ ცემაში “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის დაცვის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
ტვ პირველის ინფორმაციით, პირი, რომელიც სცემეს, სანდრო ჩხეიძეა.მისი ოჯახის წევრი ამბობს, რომ ცემის შემდეგ, კალაძემ დაზარალებულთან უბნის ე.წ. ძველი ბიჭები მიაგზავნა.
მედიის ცნობით იმ დღეს სასტუმრო “რუმსში” სანდრო ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. კალაძე კი სასტუმროს რესტორანში მის გარემოცვასთან ერთად შევიდა. ამ დროს სანდრომ კალაძეს საპროტესტო ჟესტი უჩვენა.
სანდრო ჩხეიძე ინციდენტზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა თავდასხმის ფაქტს არ უარყოფს
მედიის ცნობით, “რუმსში” მომხდარი დაპირისპირების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერმა კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ იციან.
კომენტარები