ბოკუჩავას განცხადებით, ევროკავშირის საგარეო მინისტრები, სავარაუდოდ, ასევე იმსჯელებენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება ევროკავშირმა გადადგას იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მიმართ მორიგ ჯერზე სოლიდარობა გამოხატოს.
“იცით, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 25 ქვეყანა ამ არჩევნების ლეგიტიმაციას არ აღიარებს. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 26 ოქტომბრის მოპარულ არჩევნებს ევროკავშირის ლეგიტიმაცია არ გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ორშაბათს საგარეო მინისტრები მორიგ ჯერზე დაადასტურებენ იმას, რომ ამ არჩევნებს აღიარება არ ექნება. სავარაუდოდ, ასევე იმსჯელებენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება ევროკავშირმა გადადგას იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მიმართ მორიგ ჯერზე სოლიდარობა გამოხატოს. იცით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას გამოძიების მოთხოვნით მივმართეთ, რადგან ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ პოლიტიზებული, მიტაცებული, არარსებული საგამოძიებო უწყებების მოცემულობაში, საქართველოში დამოუკიდებელი გამოძიება ეროვნულ დონეზე ვერ ჩატარდება, ამიტომ, მაქვს მოლოდინი, რომ ამ საკითხს ორშაბათს საგარეო მინისტრების შეკრებაზე განიხილავენ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, შეხვდრაზე მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ.
კომენტარები