ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, 18 ნოემბერს 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.
ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში, ადგილობრივი დროით 9:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.
საბჭოს დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ – ევროკავშირის პასუხზე რუსეთის აგრესიულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ.
ამასთან, მინისტრები განიხილავენ ევროკავშირი-აშშ ურთიერთობებს. კერძოდ, ევროკავშირის მინისტრები, სავარაუდოდ, განიხილავენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს აშშ-ს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით.
ასევე, განხილვის თემა იქნება მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. საბჭო გამართავს დისკუსიას ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდის მოვლენებზე.
კომენტარები