თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ აქციის ორგანიზატორებმა დამატებითი კარვები მიიტანეს. კერძოდ, მათ ადგილზე 20-ზე მეტი კარავი გაშალეს.
ამასთან, მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები ამარაგებენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით.
კარვების გაშლის შედეგად სატრანსპორტო მოძრაობა კვლავ რამდენიმე მიმართულებითაა შეფერხებული. ამ დროისთვის ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების, ვარაზისხევისა და კეკელიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი პარალიზებულია.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
კომენტარები