ფოთის “ცხელების ცენტრში” წლისა და ხუთი თვის გოგონა და ექვსი თვის ბიჭი მოათავსეს – ამის შესახებ ფოთის ჰოსპიტლის დირექტორი, თეა მიგინეიშვილი აცხადებს:
„ჩვენს კლინიკაში, ბოქსირებულ პალატებში მოთავსებულები არიან წლისა და ხუთი თვის გოგონა, ასევე, ექვსი თვის ბიჭი ლანჩხუთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. კლინიკაში შემოვიდა კიდევ ერთი პაციენტი, 66 წლის მამაკაცი ფოთიდან. მისი ნიმუში ხვალ გაიგზავნება კვლევისათვის“
კომენტარები