“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“1. გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი.
2. გვარამიას არხი სიუჟეტს გაათრეშებს, სხვაგვარად მათ არ შეუძლიათ – ეს კანონზომიერია. როცა ელაპარაკები – უნდა გაითვალისწინო.
3. თუ გინდა რომ ყველას მოეწონო, ყველაფერს დათმობ და ვერაფერს მიაღწევ.
4. სირცხვილიას განცხადება იყო სირცხვილი.
5. 90-იანების “ბეზპრედელზე” თუ ვსაუბრობთ ოცნების წევრებიდან დავიწყოთ! ხაინდრავა წავა.”
შეგახსენებთ, გუშინ “მთავარზე” გავიდა სიუჟეტი, რომლითაც “სირცხვილიას” წევრები დაბადების დღეს ულოცავდნენ გიორგი რურუას.
მალევე “სირცხვილიამ” გააკეთა განცხადება, სადაც თქვა, რომ ჟურნალისტს სხვა სიუჟეტზე შეუთანხმდნენ და არა ამ “ბანალურ მილოცვაზე”
კომენტარები