კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე განმარტებას აკეთებს:
,,პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში არჩევნების კონსტიტუციურობაზე კონსტიტუციური სარჩელის წარდგენა აჩერებს არჩეული პარლამენტის პირველი სხდომისა და ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას/შეძენას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დავის არსებითად განხილვის დასრულებამდე, რადან ამ შემთხვევაში 150-ვე კანდიდატის არჩევის კანონიერება არის შესამოწმებელი. ასეა რეგლამენტით რომლის შეცვლასაც ახალარჩეული ვერ შეძლებს, ხოლო ძველი/მოქმედი ვეღარ ასწრებს.
პროკურატურას დაწყებული აქვს არჩევნებზე გამოძიება, სადაც პოტენციური დარღვევების მტკიცებულებებიც არის წარდგენილი და შესასწავლი. პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოძიებამ, შემდეგ კი სასამართლომ რომ დაადგინოს კანონდარღვევები, რა მოუვა ახალარჩეულ/უფლებამოსილებანაცნობ პარლამენტს? არჩევნების შედეგების გადახედვის სამართლებრივი მექანიზმები არ არსებობს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თვითონ ან მხარის შუამდგომლობით შეუძლია გამოძიების მასალების და გადაწყვეტილებების გამოთხოვა. ამან შეიძლება გამოძიების დაჩქარება გამოიწვიოს და საქმის თაროზე უვადოდ შემოდების შესაძლებლობა მცირდება.
კომენტარები