მოვლენათა ეპიცენტრმა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლა. ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები. აქ იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც.
“ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ თავი დავაჭერინოთ. ვიქნებით მეტნი, შევიკრიბებით კიდევ, პროტესტი არ გაჩერებულა. ყველა, ვინც გვიყურებს – შემოგვიერთდით ამ პროცესში. ახლა ვართ მელიქიშვილზე, ნაწილი ხალხისა რუსთაველზე გადაინაცვლა. აქ ვართ მელიქიშვილზე, მოდით,” – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
“კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომ ისინი პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.
“ყველაფერს ველოდებით. გეგმა არის პროტესტის გაგრძელება,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
კომენტარები