ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
,,2007 წლის 7 ნოემბრის დილას როდესაც ხელისუფლებამ პარლამენტთან შემორჩენილი მცირერიცხოვანი მომიტინგეების დარბევა დაიწყო და ეს ყველაფერი პირდპაირ ეთერში გადაიცა, რამდენიმე წუთში რუსთაველის გამზირი ხალხით გაივსო, ათი ათასობით ადამიანი გამოვარდა სახლებიდან მომტინგეების დასახმარებლად. მერე ამას რაც მაოყვა, გვახსოვს.
დღეს აგერ ზუსტად ისევე დაარბიეს გამთენიისას მომიტინგეები, მაგრამ ქუჩები გაბრაზებული ხალხით აღარ ივსება. ეს მითუმეტეს გასაკვირია იმ ფონზე, როდესაც ამ გაყალბებულ; არჩევნეზეც კი გამოჩნდა, რომ თბლილსი ცალსახად ოპოზციური ქალაქია. ვერავინ იტყვის, თბილისში ოპოზციას მხარდაჭერა არ აქვსო. თბილისლების 60-მა პროცენტმა ხმა ოპოზიციას მისცა, მაგრამ იმავე ოპოზიციის აქციებზე არ გამოდის.
რატომ?
ესაა დღეს მთავრი კითხვა.
ვიცი, ამ კითხავზე ყველას თავისი პასუხი ექნება და ბევრი ვერსიაც გაჩნდება, მაგრამ სწორი რომელია, დღეს ვერავინ იტყვის, ან შეიძლება ყველა მიზეზი იყოს ერთდროულად.
უბრალოდ, სრულიად ამოუცნობი ფენომენია ხალხის პროტესტი, არავინ იცის, რა შეიძლება გახდეს სიბრაზის მამოძრავებელი. ვერანარი დმაუნათებით ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვანთ. ეს სპონტანურად ხდება. როგორც უკვე ვთქვი, არც 2007 წლის 5 და 6 ნომებერს იყო ბევრი ხალხი ქუჩაში, მაშინდელ ოპოზციას მომიტინგეები შემოეცალა, მაგრამ 7 ნოემბერს მხოდა, ის, რაც მოხდა. არც 2003 წელს იყო ყოველ დღე ბევრი ხალხი.”
კომენტარები