გამომცემლობა კალმოსანის დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:
ვის არ უნდა დაუჯეროთ:
არ დაუჯეროთ – ქოუჩებს/მასწავლებლებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ სწორად ყოფნას გასწავლიან, ყოფნა არ ისწავლება, სწორად ყოდნა გულისხმობს ,,გულის გზით სიარულს”, დაუჯერეთ მას, ვინც გპირდებათ, რომ დაგეხმარებათ დაივიწყოთ, დააიგნოროთ ყველაფერი, რაც უკვე იცით, რათა იპოვოთ ,,საკუთარი გულის გზა”, რადგან ჭეშმარიტი ყოფნა, გამორიცხავს სხვისი გზით სიარულს.არ დაუჯეროთ – ინტელექტუალებს, რომლებიც მუდმივად ფილოსოფოსებს და მწერლებს ციტირებენ, ან ეწევიან ნათ მუდმივ პრეზებტაციას, რადგან ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობს გაჩვენოს რამდენი რამ აქვს წაკითხული, აზროვნების დეფიციტი აქვს და ამ დეფიციტს, გაფუყულო ეგოთი ფარავს, რასაც წიგნიერებას ეძახის.არ დაუჯეროთ – პოლიტიკოსებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ ახლა ,,ამის დრო არ არის”, როცა თქვენ სიმართლეს ამბობთ, რადგან თუ მათ დაუჯერებთ, ისინი მოიხელთებენ იმგვარ ინსტრუმენტებს, რომლითაც არასიდეს მოგცენენ სიმართლეზე საუბრის საშუალებას.არ დაუჯეროთ – ჟურნალისტებს/სიტყვის გამავრცელებლებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ ,,ახლა ამის დრო არ არის”, ,,არ გაავრცელებს თქვენ სიტყვას, რადგან არ გეთანხმებათ”, ასეთები თვალებიანი, ხორცის მექანიკური რუპორები არიან, რომელთა გამოყენება ფასიანია სხვების მიერ და ისინი არასოდეს არიან თვითონ, არც მათი საქმიანობაა თვითკმარი.
არ დაუჯეროთ – რელიგიურ ორგანიზაციებს, რადგან არცერთი სულიერი მასწავლებელი არ ყოფილი სისტემურობის, იერარქიის, დოგმის მომხრე, ყველა მათგანი იმისთვის იბრძოდა, რომ თქვენ განთავისუფლებულიყავით.
კომენტარები