კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ახლა ოთხივე კოალიცია ერთად უნდა დადგეს და სტრატეგიაზე შეთანხმდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას წააგებენ.
ხაზარაძე გახარიას გუნდს შეხვედრას და დისკუსიას სთავაზობს.
ახლა არის დარწმუნების, ახსნა- განმარტების და იმის ჩვენების დროს, რომ თუ ოთხივე ერთად არ დავდგებით და სტრატეგიაზე არ შევთანხმდებით, ქვეყანას წავაგებთ. ეს საკითხი არის დისკუსიის და შეხვედრებისთვის გადადებული, მე ვთხოვ გახარიას გუნდს და გახარიას, უახლოეს ხანში შევხვდეთ და ამ თემაზე ვისაუბროთ. ამ საკითხში ბუნდოვანება არ შეიძლება იყოს. ყველას ჩვენი გზა გვაქვს, მაგრამ თუ ვინმე შევიდა დღეს პარლამენტში, ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო 4 წელი ივანიშვილის ნაქურდალ ხმებს და ქვეყანას ვუყუროთ. ჩვენ არ ვაპირებთ ხმების და მომავლის ქურდებთან ერთ შენობაში ვიჯდეთ“, – განაცხადა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“.
კომენტარები