2025 წლის პირველი იანვრიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დარიცხული ხელფასი 16 250 ლარი იქნება, – ინფორმაციას “მედიაჩეკერი” ავრცელებს.
თინათინ ბერძენიშვილთან 2020 წლის 25 სექტემბერს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში ცვლილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შევიდა.
მედიაჩეკერის ინფორმაციით, თიკო ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორად სამეურვეო საბჭომ 2020 წლის 25 სექტემბერს 6 წლის ვადით აირჩია. 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი, სამეურვეო საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურებად 12 500 ლარი (დარიცხული) განსაზღვრა.
მანამდე გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წერს, 4 000 ლარს შეადგენდა (ხელზე ასაღები თანხა).
თიკო ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის შემდეგ კი, გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.
კომენტარები