დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართული ონლაინკონფერენციის ერთ-ერთი შეკითხვა ტურიზმს ეხებოდა – ხომ არ შეუწყობს ხელს ტურიზმი ეპიდემილოგიური ვითარების დამძიმებას და როგორ აპირებენ მის გაკონტროლებას.
„ისეთი წესები იქნება იმ ტურისტებისთვის, რომ პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან“, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ. (1 ტვ)
ამას წერდა “ალია” ჯერ კიდევ ორშაბათს ზუსტად, იმ შემთხვევაშიც კი, საზღვრები გაიხსნება – ტურისტებმა პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან და რომლი ჭკუათმყოფელი წავა დასასვენებლად კარანტინში? ამიტომაცაა მთელი ყურადღების ტურიზმზე გადატანა წყლის ნაყვა, თუმცა, ხელისუფლებამ ეს ჩვენზე კარგად იცის, ეპიდემიოლოგებსაც სცოდნიათ და მაინც, ეკონომიკის მთელი გეგმა ტურიზმზეა რატომაა მაშინ აგებული?
“ალია” №17 სრული ვერსია იხილეთ აქ
“მთავარი აქცენტი კვლავ ტურიზმზე კეთდება და 1-ლი ივლისიდან ქვეყანა მზად იქნება ტურისტები მიიღოს. ამის მიუხედავად, დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს და ახლავე აგიხსნით რატომ. საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტს უნდა ჰქონდეს ცნობა, რომ გავლილი აქვს ორკვირიანი კარანტინი და მაქსიმუმ ორი დღის შემდეგ არის ჩვენთან ჩამოსული. სხვა შემთხვევაში, კარანტინის გავლა აქ მოუწევთ. ჰოდა, დასასვენებლად წამოსვლის მსურველმა ორი კვირა საკუთარ ქვეყნაში უნდა გაატაროს საკარანტინო სივრცეში, მერე აქ ჩამოვიდეს და სავარაუდოდ ორი კვირა დაისვენოს და მერე უკან დაბრუნებულზე შესაძლოა, ისევ მოსთხოვონ ორკვირიანი კარანტინის გავლა, ანუ საერთო ჯამში ადამიანს თეორიულად თავისუფალი ექვსი კვირა უნდა ჰქონდეს, რაც არარეალურია. ჯერ ერთი, ისედაც რამდენიმე თვით დაპაუზებულმა მსოფლიომ უნდა იმუშაოს და შვებულების აღება მარტივი არ იქნება და მეორეც, ძალიან ცოტა გვეგულება ისეთი, ორკვირიანი დასვენების სურვილის გამო, კიდევ ორი ან ოთხი კვირა კარანტინში გაატაროს, ისედაც მთელი მსოფლიო იძულებით კარანტინში იმყოფებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ და ეს ყველაზე კარგად ხელისუფლებაში იციან, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ და მერე ისიც ექნებათ სათქმელი, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ არ გამოვიდაო.”
ასე დაადასტურა “ალიას” ექსკლუზივი პაატა იმნაძემ, მადლობა სიმართლისთვის.
ასე ვხსნით კარანტინს ტურისტებისთვის!
კომენტარები