პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს არ სჯერა, რომ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის და პარლამენტში არ შევა.
“აგერ მე და აგერ თქვენ, 25 ნოემბერი, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ დღის მეორე ნახევარში და ვნახოთ ერთი, რამდენი დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ
მათთვის არანაირ დამატებით ფულს მნიშვნელობა არ აქვს. მათ ის ხელფასიც აკმაყოფილებთ რაც პარლამენტის წევრს ექნება და ის დაფინანსება, რაც პარტიას ექნება და ამაზე არ იტყვიან უარს, უპირველეს ყოვლისა. იმიტომ, რომ ამას კარგავენ, თუკი მანდატებზე უარს იტყვიან.
პარლამენტისთვის პირიქით, ეს კარგიც იქნება, რომ არ შემოვიდნენ. დაახლოებით 9 მილიონამდე ეკონომია ექნება პარლამენტს ამით”, – ამბობს პაპუაშვილი
კომენტარები