სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლ.ი. წერს:
“აქტიური საუბარი მიდის სხვადასხვა წრეებში იმაზე, რომ ახალი სასწავლო წლიდან (სექტემბრიდან) შესაძლოა ბავშვებმა კვლავ ვერ იარონ სკოლებში და გაგრძელდეს ონლაინ სწავლებები. ასევე აქტიური მუშაობაა დაწყებული ტურისტების მოსაზიდად და სფეროს ასამუშავებლად. თუ შეიძლება ქვეყანაში უცხოეთიდან ჩამოიყვანო ათასობით ტურისტი და ეს უსაფრთხოა, სკოლაში სიარული რატომ შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი?
გარდა იმისა, რომ ბავშვი სკოლაში სწავლობს სხვაგვარად, ის სწავლობს ურთიერთობებს ადამიანებთან სხვადასხვა ეტაპზე, სწავლობს იყოს დამოუკიდებელი და გადააფასოს ღირებულებები. ცოტა არ იყოს ურთიერთ წინააღმდეგიბაში მოდის რიგი მოვლენები ერთამენთთან, თუ ეს ფაქტი დადასტურდება. ამას კი დრო გიჩვენებს.”
დღეს პაატა იმნაძემაც გააკეთა განცხადება სკოლებზე და ბაღებზე და თქვა: “ჯერჯერობით ჩვენთან სკოლების და ბაღების გახსნა დაგეგმილი არ არის“
კომენტარები