ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის შემდეგ განცხადება გააკეთა. მიხეილ კალანდიამ მოსამრთლე ნიკოლოზ მარსაგიშვილს სთხოვა სხდომაზე ზაზა სარალიძე აღარ დაუშვას:
„სამწუხაროა, მსგავსი ფაქტი რომ მოხდა. ყველა ადამიანს აქვს ნერვები და ყველაფერს აქვს საზღვარი. მესმის, რომ ზაზა სარალიძე დაზარალებულის უფლებამონაცვლეა, მაგრამ ჩემი და ჩემი ოჯახის არასახარბიელო ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გთხოვთ, ბატონი ზაზა პროცესზე აღარ დაუშვათ, რადგან მისი მხრიდან პროვოკაციულ მოქმედებებს აქვს ადგილი და ყველაფრის მომთმენი ჩემი ოჯახის წევრები მდგომარეობიდან გამოყავს. გთხოვთ, ბატონ ზაზა სარალიძეს სხდომაზე დასწრების უფლება აუკრძალოთ, ადვოკატი დაესწროს და გადასცეს მას რა ხდება სხდომაზე თუ აინტერესებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ აინტერესებდეს”
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის განცხადებით, პირი სხდომათა დარბაზში რომ არ დაიშვას, ის გაფრთხილებული ან გაძევებული უნდა იყოს.
“ეს საკითხი ახლა არ გადაწყდება, ვინ დაესწრება სხდომას”, – განაცხადა მარსაგიშვილმა.
კომენტარები