გამოცემა პუბლიკას ცნობით, პრეზიდენტის ამრჩევი 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია კომპლექტდება შემდეგნაირად:
▪︎ პარლამენტის 150 დეპუტატი („ქართული ოცნება“ 89 წევრი)
▪︎ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი („ოცნება“ 13 წევრი)
▪︎ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი
საკრებულოებიდან:
▪︎ „ქართული ოცნება“ – 54 წევრი
▪︎ „ნაციონალური მოძრაობა“ – 36 წევრი
▪︎ „გახარია – საქართველოსთვის“ – 9 წევრი
▪︎ „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1 წევრი
▪︎ „ევროპული საქართველო“ – 2 წევრი
▪︎ „პატრიოტთა ალიანსი“ – 1 წევრი
▪︎ „ლელო“ – 4 წევრი
▪︎ „ლეიბორისტული პარტია“ – 1 წევრი
▪︎ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 1 წევრი
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრის გამოკლებით, კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 156 წევრი, ხოლო დანარჩენ პარტიებს – 124 წევრი.
პრეზიდენტობის კანდიდატი პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება, თუ მიიღებს კოლეგიის 200 წევრის მხარდაჭერას (2/3). წინააღმდეგ შემთხვევაში დაინიშნება მეორე ტური, რომელიც იმავე დღეს ჩატარდება. მეორე ტურში კანდიდატი ხმათა უმრავლესობით იმარჯვებს.
გიორგი გახარიამ უკვე განაცხადა, რომ მისი პარტია პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მან ანალოგიური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა დანარჩენ პარტიებსაც.
კომენტარები