პრემიერის დღევანდელი განცხადებით, სესხის გადასახადი 3 თვით გადაუვადდებათ იმ ფიზიკურ პირებს:
- ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება,
- ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შემოსავალი შეუმცირდა
შესაბამისად, სხვა დანარჩენს სესხის გადასახადი არ გადაუვადდება სამი თვით.
რეალურად, ძალიან ცოტა ადამიანს ეხმარება სახელმწიფო ანტიკრიზისული პროგრამით, რადგან:
თვითდასაქმებულები ვერ ადასტურებენ რომ სამსახური ჰქონდათ და დაკარგეს, რადგან მათ მოსთხოვეს იურიდიული პირის მიერ გაცემული საბუთი…
ზოგმა კომპანიამ თანამშრომლები ისე გაათავისუფლა, რომ მიზეზად პანდემია არ დაასახელა და ამ მიზეზის დაწერის გარეშე, ანტიკრიზისულ გეგმაში ვერ მოხვდები, ვერც იმას ამტკიცებ, რომ პანდემიის გამო დაკარგე სამსახური…
პირებს, რომლებსაც ხელშეკრულება შეუჩერდა – არ შეუძლიათ დამტკიცება, რომ პანდემიის გამო შეუჩერდათ შრომითი ხელშეკრულება – სახელმწიფოს რიტორიკული კითხვა აქვს – იქნებ ისეც შეჩერებოდა ხელშეკრულება და არ არის პანდემიის ბრალი?
კომპანიათა ნაწილმა გაიჭირვა და თანამშრომლები არ გაათავისუფლა, უხდის ხელფასს და ელოდება ტურისტულ სეზონს, რომელიც ჰგონია რომ დადგება, თუმცა, პაატა იმნაძის გუშინდელი განცხადების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს არ მოხდება – პირები, რომლებიც შეინარჩუნა თანამშრომლად კომპანიამ და უხდის მთლიან ან ნაწილობრივ ანაზღაურებას – ასევე ვერ მოხვდებიან ამ პროგრამაში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით, კიდევ სამი თვე ვერც ერთი კომპანია ვეღარ შეინახავს თანამშრომელს.
გარდა ამისა, პრემიერმა თქვა, რომ გადაუვადებენ იმას, ვინც სამსახური დაკარგა და ვისაც სახელმწიფო უკვე ეხმარება ანტიკრიზისული გეგმით – და ვინც აწი დაკარგავს?
რა ეშველებათ კომპანიებს, რომლებიც გაჩერდნენ, ან არ გაჩერდნენ და შეინარჩუნეს თანამშრომლები, თუმცა არა აქვთ შემოსავალი? იურიდიულ პირებს რა ეშველებათ? იძულებულნი ხომ არ გახდებიან ვალის დასაფარად კაპიკებში გაყიდონ წლობით ნაშენები?
ადვოკატი მარიკა არევაძე: “6 აპრილს, იუსტიციის მინისტრმა გამოსცა 515–ე ბრძანება. ამ ბრძანების თანახმად, აღდგა მთელი რიგი სააღსრულებლო მოქმედებები. აღმასრულებელს, რა თქმა უნდა, მიენიჭა უფლებამოსილება, განახორციელოს სააღსრულებლო პროცედურები. მათ შორის, მოვალისათვის წინადადების გაგზავნა, ყადაღის დადება ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე, თანხის ამოღების მიზნით მოქმედებების განხორციელება, ხელფასიდან, პენსიიდან თანხის ჩამოჭრა. ჩატარდება ისევ ქონების გაყიდვის მიზნით აუქციონები. მხოლოდ გამოსახლებებია შეჩერებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ფაქტიურად, დანარჩენი, რაც შეჩერებული იყო, ყველაფერი აღუდგინეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.”
ალია
კომენტარები