თბილისში სტუდენტების მსვლელობა მიმდინარეობს – თსუ-ის სტუდენტები საპროტესტო მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით მიდიან.
თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ” ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.
ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
გომელაურის რაზმის წევრებმა, მათივე თქმით, გუშინ აქციაზე 43 მშვიდობიანე მომიტინგე დააკავეს. ადვოკატების თქმით, სრული უმრავლესობა დაკავებულთა ნაცემია.
კომენტარები