ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მათე ცენტერაძე:
ბსუ-ს ლექტორებო, თქვენ გახსოვთ 7 ნოემბერი, თქვენ გახსოვთ ,,სპეცრაზმის” მიერ ნაცემი სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში, თქვენ გახსოვთ სისტემის მსხვერპლი ორსული გოგონა, რომელსაც გამეტებით სცემეს. დღეს, ამის უფლება არავის არ უნდა მივცეთ. ამიტომ, მოუწოდეთ სტუდენტებს გამოვიდნენ გარეთ, გამოვიდნენ და თქვენთან ერთად იბრძოლონ. ჩაგვიტარეთ ღირსეული ლექცია ქუჩაში და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოსთვის.
თორემ გპირდებით, ყველას მოგაკითხავთ აუდიტორიაში და თქვენი სტუდენტების თვალწინ გეტყვით, რომ ვერასოდეს ვერაფერს ისწავლიან თქვენგან, თუ დღეს ჩუმად იქნებით. თვალებში ვერ ჩაგვხედავთ, რადგან მშიშარა ადამიანი თვალს ვერ გაგვისწორებს, როცა სტუდენტები უშიშრად ვიბრძვით ჩვენი მომავლისთვის.აქვე, მადლობა ყველა ღირსეულ ლექტორს და მჯერა, რომ ასეთი კიდევ ბევრია.
დღეს, ევროპის მოედანზე, 18:00 საათზე. გამოდით!!!
კომენტარები