ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს:
ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ილია მართალი წერდა „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება!” ეს სიტყვები კი, იმ უწმინდეს ანდერძს წარმოადგენს რომელის დაცვასაც თაობები შეეწირა!
ჩვენ სამშობლოს სხვა გზა არ ქონია, არ აქვს და არ ექნება, ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა, რომლიდან გადახვევა არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს. ჩვენ ვართ ნაწილი ამ უდიდესი ცივილიზაციისა და კულტურის, ჩვენ ვართ აღმოსავლეთში ევროპის ნამდვილი კარიპჭე და ჩვენ, არათუ მის გარეთ დგომა, არამედ მასში ყოფნა და მის სრულფასოვან წევრად მყოფობა გვევალება, მითუმეტეს რომ ამას ამყარებს ჩვენი სახელწმიფოს კონსტიტუცია და მისი წყარო ქართველი ხალხი!
ჩემის მხრივ ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას ყველა მხრიდან, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის იგი, ძალადობა იმსახურებს დაგმობას!
მე როგორც მღვდელმთავარი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე თავს მოვალედ მივიჩნევ აღვიმაღლო ხმა და ვთქვა რომ საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს, რომელიც უპირველესად გადის კონსტუტუციის დაცვაზე და რომლის თანახმად საქართველოს სახელმწიფოს მიზანს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაცია!
უფალმა დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და მომადლოს მას წყალობა! ამინ“
კომენტარები