კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი:
„პარლამენტი და მთავრობა 4 წლით აირჩევა, ამ ვადაში აკისრიათ მათ პოლიტიკური და კონსტიტუციური ვალდებულებები
პარტია საარჩევნო კამპანიისას იღებს ვალდებულებებს, რაც კენჭისყრით ფორმდება
ამომრჩეველი მხარს უჭერს იმ დაპირებებს რომლებსაც პარტია კამპანიისას საჯაროდ გასცემს და შესრულების ვალდებულებებს იღებს
2024 წელს არჩეული პარლამენტის და მთავრობის ვადა 2028 წელს იწურება
2024 წელს არჩეული პარლამენტი და მთავრობა 2029 ან 2030 წლის პოლიტიკურ დაპირებებს ვერ გასცემს (თუ გასცემს იტყუება, პირველ რიგში საკუთარ მხარდამჭერებს თვლის ყეყეჩებად), თვითონ იქნება თუ არა იმ პარლამენტში უცნობია
განცხადება რომ 2028 წლამდე ევროასოცირება ჩერდება, სინამდვილეში ნიშნავს რომ პარტია და მთავრობა:
მისი უფლებამოსილების 4 წლიან ვადაში საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, საკუთარი მხარდამჭერი მოატყუა, გამოიყენა და მოისროლა; კენჭისყრიდან 1 თვეში!
დაარღვევს კონსტიტუციით დაკისრებულ ევროასოცირების ვალდებულებას
სადღაა სახელმწიფო, დემოსი და დემოკრატია თუ კონსტიტუცია
P.S. სიტყვებთან: არჩევნები და არჩეული, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ბრჭყალები ან სხვა სიმბოლოები. მათ ნამდვილი შინაარსი დაკარგეს.
P.P.S. გუშინ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე პარლამენტმა მხარი დაუჭირა სამთავრობო პროგრამას, რომელშიც წერია: გააგრძელებს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მიზნით (გვ.66). ჰოდა, მთავრობამ კონსტიტუციის 78-ე მუხლიც დაარღვია და პარლამენტის მხარდაჭერილი პროგრამაც. საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებას პარლამენტი განსაზღვრავს და მან განსაზღვრა!!!“
კომენტარები