ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი:
„ოპოზიციის მინიმუმ ნახევარი (გახარია და ლელოს ბლოკი) დღესაც ღიად აცხადებს, რომ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილმა გააყალბა, მაგრამ დასავლეთმა “გაუპრავა”, ანუ მიანიჭა ლეგიტიმაცია. ახლა საპირისპირო ხდება, მაგრამ თუ იგივე მოხდა, სხვა რა დაგვრჩენია, ბედს უნდა შევეგუოთო.
თვითონ თუ ხვდებიან, რას გვითხრეს ამით დასავლეთზე, სააკაშვილზე, საკუთარ თავზე და ოცნებაზე?
1. დასავლეთს ფეხებზე კიდია, დემოკრატიულია თუ არა არჩვენები, მთავარია გამარჯვებულად გამოცხადდეს მათი აგენტიო;
2. სააკაშვილი დასავლეთის აგენტიაო;
3. ჩვენც აგენტები ვართ და ამიტომ პირში შევყურებთ დასავლეთს და არა ქართველ ხალხსო;
4. ოცნება სუვერენული პოლიტიკური ძალაა, უარს აცხადებს აგენტობაზე და ეყრდნობა მხოლოდ საკუთარი ხალხის თავისუფალ ნებასო.
დასკვნა: სწორედ ამიტომ უგებს ოცნება ყველა დონის არჩევნებს გადამთიელთა მსტოვრებს და ამიტომ არ გაგივათ არეულობა და რევანში არც დღეს და არც აწი არასდროს!“
კომენტარები