თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:
მაქვს საფუძვლიანი, მიზეზიანი ვარაუდი, რომ თავდაცვის სამინისტროში გავრცელდა ჭორად, რომ თუ მოსახლეობა გამოვა ისევ მასიურად და აქცია იქნება ისევ მასშტაბური, თუ ხალხი გამოვა ყველა ქალაქში, საპოლიციო ძალები, შესაძლოა, აღარ იყოს საკმარისი პროცესის მართვის და თავდაცვის ძალები შეიძლება გამოიყენონ.
ესეც არის ერთ–ერთი მიზეზი საქართველოს თავდაცვის ძალებიდან სამოქალაქო პირების მიერ გაკეთებული განცხადებისა. საქართველოს თავდაცვის ძალები არასოდეს, არასოდეს არ ჩაერთვება მსგავს ოპერაციაში. მე ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული, ისინი ამ ბრძანებას არ დაემორჩილებიან. არავის მისცემენ უფლებას, რომ შეიარაღებული ძალები, რომლებიც იცავდნენ სამშობლოს და მოსახლეობას, დღეს ამ მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენონ.
“ვემსახურებით საქართველოს” – “თავდაცვის” 41 თანამშრომელი ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნება
კომენტარები