ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი, სტივენ დაუთი 28-29 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.
სტივენ დაუთი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, ესკალაციის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები დაუყოვნებლივ გადადგას.
ღრმად შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ქართულმა პოლიციამ ძალას გადაამეტა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც საკუთარ დემოკრატიულ უფლებას იყენებდნენ.
საქართველოს ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გადადგას ესკალაციის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის ჩატარების უფლებას”, – წერს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო.
თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ” ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
კომენტარები