ძალიან მაგარია საქართველო და მაგარია მისი საზოგადოება, ეს ჩანს ყველანაირად, რომ არავინ არ არის მზად შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუცია წართმეულ საქართველოს, არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“თქვენ ხართ ძალიან ბევრნი გამოსული დღეს. გიყურებთ, გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ საქართველოს სხვადასხვა ქალებში, ბათუმი , ქუთაისი, ზუგდიდ, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. ეს არნახულია, რომ ერთდროულად და სპონტანურად გამოდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები, უაღრესად მშვიდობიანად”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა მადლობა უთხრა საპატრულო პოლიციას, რადგან თვლის, რომ ისინი არ მონაწილეობენ დარბევებში და მიმართა სპეცრაზმს, არ აწიოს ხელი ქართველ ხალხზე.
კომენტარები