სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს.
წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა რამდენჯერმე, სხვადასხვა ქუჩაზე. მათ შორის მაშინაც, როცა სპეცრაზმის წინ არავინ იდგა. ზოგ შემთხვევაში გააფრთხილეს მოქალაქეები, ზოგ შემთხვევაში – არა.
გაუშვეს გაზიც. ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ჰყვებიან რომ სპეცრაზმელები აგინებენ მოქალაქეებს. პასუხად მოქალაქეებმა ფოიერფერკები გაუშვეს.
პარლამენტის უკან ვითარება ერთი საათის წინ დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის თავდაპირველად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას.
კომენტარები