პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საპატრიარქოსთან ბანერით „ღმერთის არ გწამთ?!“ მივიდა.
„ეს აქცია უკავშირდებოდა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოს თითოეული ეკლესიის გარშემო გადაეცემა 20 ჰექტრამდე ტერიტორია. თუმცა, მე ზოგადად ვაპროტესტებ კონკორდატის არსებობას საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რომლითაც გამომდინარეობს უამრავი პრივილეგიები და საპატრიარქო იყენებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალაუფლება მოიპოვოს. „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ მხარდაჭერაში უცვლიან ტერიტორიებს, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ეკუთვნის და არავის აქვს უფლება, რომ ამ მოქალაქეების საკუთრებით პოლიტიკურად ივაჭროს,“
კომენტარები