ფოტო – ipn
რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გაუშვეს.
წყლის ჭავლი სწორედ მაშინ გაუშვეს, როცა მამაკაცი იდგა მშვიდობიანად, დროშით ხელში. სწორედ მას მიუშვირეს წყალი.
დემონსტრანტების მისამართით პერიოდულად ისროდნენ გაზის კაფსულებსაც. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება ისევ დაიწყეს.
ნაცემია არაერთი ჟურნალისტი და მოქალაქე.
ადგილზე ვითარება დაძაბული რჩება.
კომენტარები