ტელეკომპანია “რუსთავი 2” ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა. რადიო თავისუფლებას ეს გადაწყვეტილება დაუდასტურა თავად მარიამ ჯანელიძემ, ის ბექა პატურაშვილის მეუღლეცაა. ინფორმაცია დაადასტურა არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო შუბლაძემ.
მარიამ ჯანელიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას შეაჩეროს ევროინტეგრაცია და ბოლო ორი ღამის განმავლობაში პოლიციის ძალადობას საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე.
ჯანელიძის თქმით, არხის დატოვებას ის და ბექა პატურაშვილი დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.
“ჩვენი შეხედულებების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება… ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე”, — თქვა ჯანელიძემ (რადიო თავისუფლება)
კომენტარები