ლევან კობახიძე:
ყველაზე მძიმე შეგრძნებებიდან არის უსუსურობის შეგრძნება. როცა იცი რა უნდა გააკეთო მარა უბრალოდ არ შეგიძლია.სპეცრაზმმა ალყაში მოგვაქცია, როცა მაქსიმალურ სიმჭიდროვეს მივაღწიეთ წიწაკა დაგვასხეს ზემოდან. ატყდა ჭყლეტა ვიღაც ორი გოგო მოყვა ჩემს ქვემოთ და ზემოდან სამი ფენა ხალხი დამაწვა. იცით რა ძნელია უყურებდე თვალებში ადამიანს, რომელიც განწირული გთხოვს შველას და შენ უბრალოდ გარყევა არ შეგიძლია? რაღაც მომენტში ვიპოვე სივრცე, და ნახტომში ამოვძვერი ზედახორადან და სანამ ისევ დაეყრებოდა ხალხი ეს ორი, უკვე გულწასული გოგო გამოვაძრე ხალხს ძირიდან. ამ დროს სპეცრაზმისკენ ზურგით მომიწია შეტრიალება და დამიწყეს დუბინკებით ცემა. ვყვიროდი მოკვდნენ მემგონი გამაყვანინეთთქო და შენი ძალით პატრიოტი დედამ***ყანო და უარესად მირტყეს. საპატიო დუბინკების ესკორტით გამაცილეს 30 მეტრი. მივდიოდი და ერთადერთი აზრი მიტრიალებდა. ორი გულწასული გოგო მყავდა გასაყვანი.გავიყვანე.როგორც ეგენი ვერ გამომგლიჯეთ ხელიდან, ეგრე ვერ გამომგლეჯთ გულწასულ საქართველოს.ჩვენ დავბრუნდებით და მოვიგებთ ამ ომს.ხოლო შენ, ვინც ეს წაიკითხე და უყურე, შეგიძლია მოხვიდე და არ მოდიხარ, შენ მშვიდად იყავი, არ ამიღელდე, თოვლი მოსულა საბადურებისკენ თურმე, კარგი სურათები დადე!!!…
მას მერე რაც ერთი დაბრუნება დამჭირდა სახლში და 01:30 ზე უკან მოვედი, ტაქსით მოსვლა იყო ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი. მძღოლმა ფული დამიბრუნა. თქვენ გინდათ მითხრათ რო ესენი არიან უმრავლესობაში? არა არ არიან. ბოტებზე და მილიციაზე დგას ეს რეჟიმი.
კომენტარები