აქციაზე დაშავებული „ფორმულას“ ჟურნალისიტი, გურამ როგავა სოციალურ ქსელში წერს:
„რა მაგარია, რომ არ ვიღლებით, ან რა უფლება გვაქვს?!
როგორც კომპიუტერულ თამაშში, მეც მეორე სიცოცხლე მომეცა და ამ მეორე სიცოცხლესაც იმისთვის გამოვიყენებ, რომ ბოლოში Game Over-ის ნაცვლად “მისია შესრულებულია” დაეწეროს.
გუშინ ერთერთმა ადამიანმა, რომელიც ამ ხელისუფლების მომხრეა (პრობლემები რომ არ შევუქმნა, არ ვასახელებ ვინაობას), ფოტოები გამომიგზავნა აქციიდან, მოტოციკლის ჩაფხუტი ეფარა თავზე, დღეს შენს ნაცვლად მე ვდგავარ აქო. ბავშვობის მერე ასეთი ცხარე ცრემლებით არ მიტირია, მაგრამ ამჯერად სიხარულისგან.
სამაგიეროდ, საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი მათზე, ვისთანაც წლების განმავლობაში მეგობრული დ სულ მცირე კოლეგიალური ურთიერთობა მქონდა, დღეს კი რუსულ მმართველობას მორჩილად ემსახურებიან.
ბევრი ჩემი “მეგობარი” იმდენად დააჩაჩანაკა ამ რეჟიმმა, რომ ჩემი ცემის კადრების ეთერში გაშვებაც კი ვერ გაბედეს.
ჩემმა ერთერთმა ყოფილმა სამსახურმა ნაცემ ჟურნალისტებს ისე გამოუცხადა სოლიდარობა, რომ ეთერში მხოლოდ წამყვანი ჩანდა, კადრი არ უჩვენებიათ, არადა, ზუსტად ამ ტელევიზიაში მიმეორებდნენ მუდმივად, რომ “ტელევიზია კადრია” და მას ტექსტის გარეშეც შეუძლია ლაპარაკი.
ახლა გავიგე, რომ რუსთავი 2-დან ჟურნალისტების ნაწილი წამოსულა, მადლობა მათ გამბედაობისთვის!
ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება იმუშაო ნიუსრუმში, სადაც არავის უჩნდება კითხვა იმაზე, რომ კოლეგების შესახებ ამბავს ძალიან ზედაპირულად, უკადროდ ყვებიან, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ არ იმჩნევენ?!
ვწუხვარ!
და ბოლოს,
ვიდრე ჩემი “მეორე სიცოცხლე” სრულყოფილად გააქტიურდება, რეაბილიტაციის ხანგრძლოვი კურსის გავლა მომიწევს, ჯერ კიდევ სუსტად ვარ.
როგორც ამიხსნეს, ნარჩუნდება რისკი, რომ ოთხივე კიდურში მგრძნობელობა დავკარგო. იმედია, ასე არ მოხდება!
ამ ამბავს კარგი კონტექსტიც აქვს, მხარდაჭერის ათასობით წერილი მივიღე, უამრავი უცნობი ადამიანი მწერს და მამხნევებს, და მართლა რა ძალა ჰქონია სიტყვას.
უნდა მოგიბოდიშოთ, რომ ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობის გამო, სათითაოდ ვერ გპასუხობთ. ამ ეტაპზე აქ გადაგიხდით მადლობას ჩემი გაძლიერებისთვის და უკეთ რომ ვიქნები, სათითაოდ დაგირეკავთ და ჩაგეხუტებით. ✊
მადლობა“.
კომენტარები