ბათუმის ქუჩებში უკვე 4 საათზე მეტია აქციაა. დღეს ბსუ–ს ისტორიის ფაკულტეტის, მესამე კურსის სტუდენტები სრულად გაიფიცნენ.
აქციის მონაწილეები დღეს იყვნენ აჭარის ტელევიასთან, შემდეგ მოსამართლის სახლთან და ახლა მსვლელობით მივიდნენ ერას მოედანზე.
მათე ცენტერაძე:
ეს არ არის პროტესტი, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. არავის ეგონოს, რომ ჩვენ ვაპროტესტებთ რაღაცას, არა, მეგობრებო, ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი საქართველოსთვის. მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე.
აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი:
გუშინ როგორც გავაკეთეთ, ჩვენც ვისწავლეთ პოლიციელების დატროლვა, ვეუბნებით, მივდივართ აქ, მაგრამ მივდივართ სხვაგან. გუშინ15 წუთში მოაბილიზეს მთელი აჭარის რობოკოპები და დარჩათ მობილიზებულები. დღესაც მოაბილიზებენ და დარჩებათ დაყუდებული.
აქციაზე მყოფი ლექტორი, ამბობს:
კითხვა რად უნდა, რატომ ვარ აქციაზე. საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია კონსტიტუცია, კანონები, მოიწვია კანონდარღვევით პარლამენტი, ბოდიში ახლა, მთელ საქართველოს თავზე გადაასვარა და მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ შეგვაწუხოს?
კომენტარები