მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დღეს გამოუშვეს, “პირველებთან” მომხდარს იხსენებს:
„ჩემი დაკავება მაშინ მოხდა, როცა დარბევა დაიწყო. რუსთაველზე არ ვიმყოფებოდი იმ მომენტში, გასათბობად ჩავედით, რამდენიმე მეტრში ღია კაფე ვიპოვეთ და კივილის ხმა გავიგეთ გარეთ და მივხვდი, რომ დარბევა დაიწყო და ამოვედი ამოვიხედე და დავინახე ეს ბანდიტები, ეს ნოღიანები როგორ დარბოდნენ, როგორ უმოწყალოდ უსწორდებობდენ ხალხს. შეგნებულად სჯიდნენ იმ პროტესტის გამო, რასაც გამოხატავდნენ ქუჩაში. მერე დავინახე ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც უგონოდ იწვა და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. სიმართლე რომ გითხრათ, გაუნძრევლად იწვა, ეს ადამიანი ჩავსვით მანქანაში და მეორე ფაქტი იყო, ჩავსვი თუ არა მანქნაში ერთ ახალგაზრდა ადამიანს მიათრევდნენ და იკეცებოდა, ასე რომ ვთქვათ, გზაში, წაყვანის დროს. მივედი ვცდილობდი, რომ არ გამეტანებინა და ვუსხნიდი, რომ შენთვისაც შარიას, რომ ჩაგაკვდეს ხელში, ცუდად არის, ხომ ხედავ-თქო? ვცდილობდი არ გამეტანებინა და აი, ამ დროს ვიღაცამ უკნიდან იძალადა და მეც იმათთან ერთად ცემა – ტყეპით გადამიყვანეს იმ ადგილას, სადაც აგროვებდნენ დაკავებულებს, მერე ჩაგსვეს უკვე “მარშუტკებში”
კომენტარები