ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი მორაგბე „ლეონსიოს“ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
ვეტერანი მორაგბე ლევან ცაბაძე, “ლეონსიო” აქციაზე.
ქოცებო, ამ კაცზე დიდი პატრიოტი რომელი ხართ?
შეეჯიბრეთ საქართველოს სიყვარულში.
რუმინეთში, ერთა თასის ფინალში, რუმუნეთის ნაკრებთან მატჩისას, ლევანმა ტრავმა მიიღო. “ხელებს ვერ გრძნობდი, ჭირის ოფლი მასხავდა” – ჩემთან ინტერვიუში აქვს ნათქვამი. ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, კლოდ სორელმა ლევანის შეცვლა დააპირა. “ლეონსიომ” უთხრა, თუ შემცვლი, ნაკრებიდან საერთოდ წავალო. სორელმა იცოდა, არ გადათქვამდა და დატოვა, ათამაშა. “ლეონსიომ” ბოლომდე ითამაშა და გამარჯვების ლელოც დადო.
მატჩის მერე კლინიკაში წაიყვანეს. გასინჯეს, გამოიკვლიეს და გაოცებულმა ექიმმა უთხრა “ლეონსიოს”–ხერხემლის მალები გაქვს ერთმანეთისგან დაცილებული, როგორ არ დაინვალიდდი, გაოცებული ვარო.
საქართველოს, ქართული რაგბის დიდებას კინაღამ ჯანმრთელობა შესწირა კაცმა, კინაღამ დაინვალიდდა ახლგაზრდა კაცი. “ლეონსიოს” ის თამაში, ის გამარჯვება კარიერის ფასად დაუჯდა–მძიმე ტრავმის გამო, რაგბს თავი დაანება.
” ლევან ცაბაძეს არ უყვარს საქართველო და თქვენ გიყვართ?
კომენტარები