გახარის პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
,,არალეგიტიმური თაღლითები ოდირზე გატყუებენ. სინამდვილეში, ოდირის შუალედურმა დასკვნამ დაადგინა, რომ:
▪️არ იყოს გარანტირებული ხმის მიცემა შიშის გარეშე;
▪️განსაკუთრებული ზეწოლა იყო საჯარო მოხელეებზე;
▪️ამომრჩეველმა ვერ გააკეთა ინფორმირებული არჩევანი;
▪️ხმის მიცემის ფარულობა არ იყო დაცული;
▪️საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების მექანიზმები არ იყო ქმედითი.
ანუ, სახეზეა ყველა მსხვილი დარღვევა, რის გამოც ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო.
დანარჩენი ყველაფერი ოდირისთვის დამახასიათებელი საკომუნიკაციო ენაა, რაც არ ნიშნავს, რომ არალეგიტიმურებს საზეიმოდ აქვთ საქმე.
პირიქით, 2024-ის დასკვნა იმაზე გაცილებით კრიტიკულია, ვიდრე 2021-ის და 2020-ის.
არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა ამათ არ აღიარებს. მოქალაქეთა მშვიდობიანი წინააღმდეგობა ისეთ ფაზაშია, სადაცაა სახელმწიფოს რესურსი ამოიწურება. ამიტომ, გატყუებენ.
პროპაგანდის მიზანი საპროტესტო მუხტის დაგდებაა. არ აყვეთ.“
კომენტარები