ყოფილი შს მინისტრი და ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია:
საუბედუროდ, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, როგორც ჩანს, დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული და ისინი იმ დონეზე ძალადობენ და ძალადობასთან ერთად მოროდიორობენ, რადგან დაზარალებულ და ნაცემ ადამიანს ართმევენ პირად ნივთებს, ტელეფონებს, ჩანთებს და ა.შ.
მე მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, სასწრაფოდ შეაჩერეთ ეს სისასტიკე და ძალადობა თბილისის ქუჩებში ახალგაზრდებზე, განსაკუთრებით ღამით, მაშინ როცა განსაკუთრებულ დაცვას უნდა უწევდნენ შინაგან საქმეთა დამინისტროს წარმომადგენლები. მოგიწოდებთ , მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები. ნიღაბი და დაუსჯელობის გარანტია არის ის, რაც მათ უფრო მეტ სისასტიკეს სძენს.
მინდა მოვუწოდო ჯანდაცვის სამინისტროს, ბოლოს და ბოლოს, ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში დაზარალებული ადამიანების მათი რაოდენობის და ადგლსამყოფელის შესახებ მოგვაწოდეთ სრული ინფორმაცია და ასევე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ის ადამიანები, რომლებიც გადაყვანილი გყავთ წინასწარი დაკავების იზოლატორში მთელი საქართველოს მასშტაბით, მოგვაწოდეთ ინფორმაცია სად არიან ეს ადამიანები, რა მდგომარეობაში არიან, როდის გადაიყვანენ მათ სასამართლოში ან როგორ დავუკავშირდეთ მათ.
ის რაც ბოლო ხუთი ღამეა ხდება, არის სრული განუკითხაობა, უკანონობა და ძალადობა განსაკუთრებული სისასტიკით, ეს ანგრევს პოლიციას. პოლიციას თუ არ შერჩა იმის მორალური და სამართლებრივი უნარი და უფლება, რომ დაიცვას წესრიგი ჩვენს ქუჩებში, ჩვენ მივალთ სრულ ქაოსამდე და ეს ქაოსი თავიდან ბოლომდე იქნება მმართველი ძალის პასუხისმგებლობა.
კომენტარები