საქართველოს ახალგაზრდა ელჩები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ემიჯნებიან.
ელჩების განცხადებით, აღნიშნული ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, განვითარების გზას და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მკაფიოდ არის გამოხატული საქართველოს კონსტიტუციაში.
ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩები (2015-2024), გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას და ვემიჯნებით საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილების, 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, რაც ევროინტეგრაციაზე უარის თქმაა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.
მსგავსი ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, განვითარების გზას და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მკაფიოდ არის გამოხატული საქართველოს კონსტიტუციაში.
ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში და ქვეყნის განვითარებას ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენ, ახალგაზრდა ელჩები, ვაპროტესტებთ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ცვლის ჩვენი ქვეყნის პროევროპულ კურსს!
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია”, – ნათქვამია ელჩების განცხადებაში, რომელსაც, ამ დროისთვის, 46 ახალგაზრდა ელჩი აწერს ხელს.
კომენტარები