• რეკლამა
  • კონტაქტი
22:11, შაბათი, 17 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საკაიკაცო” ფეხზეა – ერთი გადაძახება და ჩვენ დავამთავრებთ ყველაფერს” – ბექა ჩხაიძე “ოცნების” მომხრეებს ამხნევებს

ალია ავტორი - ალია
17:52 12-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20,574

მომღერალი, ბექა ჩხაიძე, ვიდეოს ავრცელებს, სადაც საქართველოს დედაქალაქში, ასევე  ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ჩოხატაურში, ლანჩუთში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, რუსთავში, ლაგოდეხში, წალენჯიხაში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, მესტიაში და კიდევ არაერთ ქალაქში, აქციაზე გამოსულ ადამიანებს ლანძღავს, აგინებს და ამტკიცებს, რომ თურმე, მათ გაუხარდებათ, თუ აქციაზე ოცნების სპეცრაზმი ვინმეს მოკლავს. ვიდეოს ბოლოს, იგი ამბობს, რომ მისი გინება ყველას არ ეხება და აქციაზე მისი ახლობლებიც არიან და მათ არ აგინებს.

იგი ოცნების მხარდამჭერებს მიმართავს, ამხნევებს მათ, მოუწოდებს, დაწერონ სოციალურ ქსელში, გაავრცელონ ვიდეოები და ნუ შეეშინდებათ ხალხის რეაქციის. იგი ამტკიცებს, რომ “საკაიკაცო” ფეხზეა, უცნობია, რას გულისხმობს და რატომ ვერ ჯდებიან ‘საკაიკაცოს” წარმომადგენლები. იგი არ საუბრობს საჯარო მოსამსახურებზე, რომლებიც ასევე გაემიჯნენ ოცნების გადაწყვეტილებას, ან ოცნებასთან აფილირებულ იმ ბიზნესებზე, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციის დარღვებას და ამტკიცებს, რომ ისინი, (საკაიკაცო) არიან უმრავლესობაში და დაამთავრებენ, სავარაუდოდ, დაამთავრებენ შერჩევით, რადგან, როგორც თავად ირწმუნება, აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც არიან მისი ახლობლები არ აგინებს. ბექა იმასაც ირწმუნება, რომ აქციებს ჰყავთ ორგანიზატორები, როგორც ჩანს, პარტიულ ლიდერსაც, მამუკა მდინარაძესაც კი არ უსმენს, რომელიც ამტკიცებდა, რომ აქციას ლიდერიც კი არ ჰყავს.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები თვითდინებით გამოდიან არაერთი დღეა და აქციებს ორგანიზატორები არ ჰყავთ, თითოეული მონაწილე, თავადაა აქციის ორგანიზატორიც.

იგი ამბობს, რომ “საკაიკაცო” უმრავლესობაშია და 70 პროცენტია ქვეყნის, გამოდის, ის ადამიანები, რომლებიც ქართული ოცნების საგარეო კურსს აპროტესტებენ, ბექა ჩხაიძის აზრით, მხოლოდ 30 პროცენტია.

ბექა ჩხაიძე:

მთელი საკაიკაცო და მთელი ქვეყანა დგას ფეხზე, აკვირდებიან მოვლენებს, ერთი გადაძახება გვინდა და ჩვენ თვითონ დავამთავრებთ ყველაფერს. ხალხი გადამწარებულია. კი არ მეხალისება პოსტების წერა, მაგრამ დღეს ხანაა სოციალური ქსელის, ნუ უყურებთ მაგას, რომ შემოგესევიან… ნუ აქცევთ ყურადღებას. ყველამ დაწერეთ, დაინახონ, რომ უმეტესი ნაწილი 70 პროცენტი ვართ ჩვენი ქვეყნის გვერდით. რევოლუცია არა ის, სად ბანაობთ… გადაი@ვეს თავზე. ჩვენი ძალა დავანახოთ, ნურავის ნუ ვუყურებთო, ათასი კაცი რეკავს. 

ბექა ჩხაიძე ამტკიცებს, რომ იმ ბიჭებს (რობოკოპებს) ხლაპუშკების არ ეშინიათ, სავარაუდოდ, პიროტექნიკას გულისხმობს და შესაძლოა, არ იცოდეს, რომ შემოსავლების სამსახურმა ლილოში ის მაღაზიები და საწყობები დალუქა, სადაც პიროტექნიკა იყიდებოდა.

კომენტარებში, ქართული ოცნების მომხრეები, ბექას მადლობას ეუბნებიან გამხნევებისთვის.

ერთგან, კომენტარებში, მოქალაქე უწერს: – “რევოლუცია არა ის, სად ბანაობთო და რუსთაველზე “ვბანაობთ” ბექა, 5 დღეა, გამოდი, ნახავ”

“ლიდერი არ ჰყავთ, გადადგომას არ ითხოვენ, რა უნდათ?” – მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved