„ნიუ ლაიფის“ დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ყურადღებით მომისმინეთ ეხლა რასაც ვიტყვი: ერთმა ოცნების მაღალჩინოსანმა მითხრა: მაგის აზრი ან ჟურნალისტობა ვის აინტერესებს, თითო ოროლა დამლაიქებელი ჰყავსო. სოციალური მედია დიდი ძალაა…ანუ ჩვენ, ხალხი ვართ დიდი ძალა…მთავრობა კი არ გვმართავს, ჩვენ ვმართავთ ნებისმიერ მთავარობას. აგერ, ვაიძულეთ და მანქანაში 3 მგზავრის აკრძალვის გაუქმება გამოაცხვეს სასწრაფოდ…
ამიტომ, ნუ დაიზარებთ ხოლმე რაც არ მოგწონთ იმის გაპროტესტებას, თუნდაც ამ პროტესტის გამო ხანდახან უმცირესობაში მოგიწიოთ ყოფნა….
ეხლა ვაიძულოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაუშვან და გახსნას ყველა ბიზნესი 1 ივნისიდან, რადგან ასე ხდება ყველა ქვეყანაში და რატომ მაინცდამაინც ჩვენთან 6 ივლისამდე ყველაფრის გაჩერება? აბა დავიწყეთ და შევესიეთ გახარია იმნაძის ფეისბუქს
მთავრობა იმართება საზოგადოებრივი აზრითა და სოციალური ქსელით, დაიმახსოვრეთ ეს კარგად….
პროპაგანდა კი ყოველთვის და ყველა ეპოქაში იყენებდა შიშს მასების მანიპულაციისთვის…
პ.ს. ამაზე მერე დავწერ ცალკე ბლოგს : როგორ მუშაობს პროპაგანდა შიშისა და მტრის ხატის შექმნით და როგორ უწყობს ამ ყველაფერს ხელს მედია”
კომენტარები