მეუფე ნიკოლოზი:
“ტყის გადმოცემა ნიშნავს იმას, რომ ეკლესიას აქტიურად უნდა დაევალოს ტყეზე ზრუნვა.
პირობას გაძლევთ, რომ ნამდვილად ეკლესია, არც სასულიერო პირი, ბარბაროსი არავინ მეგულება მე, რომ ტყე მიიღოს და ის გაჩეხოს, გაყიდოს და აღარ იყოს ტყე.
საქართველოში 95% მოსახლეობის თავს თვლის მართლმადიდებელად და უმცირესობა როგორ დაიცავს უმრავლესობის ქონებას.
ესაა ეროვნული ქონება.
გუშინ შევიტყე ამის შესახებ და თუ მართლა გადმოგვეცა, ფაქტობრივად დავალებას გვაძლევენ რომ ტყის მცველები ვიყოთ”
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.
კომენტარები