ფლანგვის დეტექტორის მონაცემებით, 21 მარტიდან 22 მაისამდე – საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პოლიციამ სულ 22,590,000 ლარის ჯარიმები გამოწერა.
პოლიციამ კომენდანტის საათის თუ საკარანტინე რეჟიმის დარღვევისთვის მოცემულ პერიოდში 7,444 ფიზიკური და 18 იურიდიული პირი დააჯარიმა. საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დარღვევისთვის ფიზიკურ პირებზე ჯარიმა 3,000 ლარს, ხოლო იურიდიულ პირებზე 15,000 ლარს შეადგენდა.
“ალია”:
როგორც “ალიას” №17 ნომერში ექსკლუზიურად დაიბეჭდა:
“ჩვენი ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ დაჯარიმებული მოქალაქეები 3 ათასი ლარის ნაცვლად 200 ლარს გადაიხდიან. ანუ, ხელისუფლება ჯარიმებს სრულად არ აუქმებს და მათ ნაწილობრივ, სიმბოლურ გადახდას ითხოვს.
ისიც ითქვა, რომ პირებს, რომლებიც ამ 200 ლარის გადახდასაც თავს აარიდებენ, ნებისმიერი საბანკო ოპერაციის დროს, თანხა შეუჩერდებათ და ის სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება მანამ, სანამ ეს 200 ლარი არ მოგროვდება.”
კომენტარები