იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათავისუფლება არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი და ამისთვის მზად არის სიწმინდეებზე დაიფიცოს.
“არ არის ეს ჩემი ინტერპრეტაცია. პატიმრების გათავისუფლება არ წერია არსად.
ხელს ვდებ ყველა იმ სიწმინდეზე, რაც საქართველოში არის, არ ყოფილა [შეთანხმების ნაწილი]. ეს არის ტყუილი”, — განცხადა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში.
“ალია” – რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავუჯერებდით წულუკიანს, მიუხედავად იმისა, რომ ელჩებმაც კი პირდაპირ თქვეს, რომ ეს შეთანხმება შედგა ამ ფორმით, მაგრამ, კარგი, თუ წულუკიანი სიწმინდეებს ხელს დაადებს და დაიფიცებს, დავუჯერებთ, ოღონდ სამაგიეროდ, სახელმწიფომაც დაუჯეროს თვითდასაქმებულთა ფიცს, აკი, ფინანსთა მინისტრს არ სჯერა ადამიანების ფიცი და ფიცის საფუძველზე დახმარებას ვერ გასცემს…
წულუკიანის ფიცს თუ უნდა ვენდოთ ელჩების სიტყვის საწინააღმდეგოდ, რეპეტიტორის და დამლაგებლის ფიცია ასაგდები, ბატონებო?
იუსტიციის მინისტრს კი ნამდვილად უნდა ესმოდეს, რომ მსგავს შეთანხმებებში საბუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, საბუთში კი წერია, რომ პოლიტპატიმრები გვყავს – კარგი, დავუშვათ არ იგულისხმეს უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა – მაშინ ისინი გამოუშვით ქალბატონო თეა, ვინც იგულისხმეთ, ხელის მოწერისას.
კომენტარები