ვეტერანი ფეხბურთელი, შოთი არველაძე, რომელიც აქციაზე იმყოფება, ამბობს:
„რაც მეტ ადამიანობას ვითხოვთ და რომ ხალხს მოუსმინონ, მით უფრო სისასტიკე მოდის პასუხად, ნეტა სად არის ამ სისასტიკის ზღვარი?! რაც უფრო მეტ შველას, პასუხს, ადამიანობას ვითხოვთ, უფრო მეტი სისასტიკით გვპასუხობს, ვინც გვპასუხობს, მთავრობა, თუ რაც ჰქვია.
არ ვიცი, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის… რა ახსნა აქვს, ვერ გავიგე. ადამიანს ამ ქვეყანაში… არ ვიცი, თუ ვინმე არ მეთანხმება, გამოვიდეს და თქვას, რომ ამდენ შეკრებილ ხალხს… ჯერ უნამუსოდ 5 000 კაცი დგას და რა თავებს ითვლით, დაიღალა ეს ხალხი ამ თავების დათვლით… გამოვიდეს ერთი, რომელი ვიღაცა დარჩა, ვისაც შეიძლება მოვუსმინოთ და დავიჯეროთ და თქვას, მოდი, წადით, სამი ღამე დაიძინეთ, ან არ დაიძინოთ… შეიძლება ისე მიიყვანო ქვეყანა, რომ ერთი კაციც არ არსებობდეს ან ინსტიტუტი, რაღაცა, ვიღაცა დააშოშმინოს?… და პასუხია სისასტიკე. ძაან მიჭირს ამის აღქმა, რა ანალიზი უნდა ვაკეთო, არ ვიცი.
იმის მაგივრად, რომ ამ ქვეყანას მართლა უნდა მშვიდობა და საღი აზრი… წიხლების ხორხში დაჭერით, ფილტვების გამოღებით სადამდეც მიგვიყანა, ხომ ვნახეთ და ახლა იმაზე უარესი თუ მოხდა, არ ვიცი…
კომენტარები