ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 5 211 172 ადამიანი დაინფიცირდა, 2 058 124 კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 188 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.
ამ დროისთვის ინფექციას 338 183 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში (96 007) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი (36 475), მესამეზე კი – იტალია (32 616).
კომენტარები