ფოტო – მთავარი არხი
რუსთაველის გამზირზე, მე-14 დღეა საქართველოს ათასობით მოქალაქე ივანიშვილის რუსულ რეჟიმს აპროტესტებს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია
პარალელურად, პროტესტის ახალი კერებია როგორც თბილისში, ისე ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში.
საყოველთაო პროტესტს დღეს საჯარო მოხელეები შეუერთდნენ, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა გამართეს.
ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, აქციაზე მოქალაქეებს ნიღბის ტარება აუკრძალოს, მაშინ როცა, ადამიანები, სწორედ ნიღბებით ცდილობენ მომწამლავი გაზისგან თავდაცვას.
კომენტარები