იერუსალიმში ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმი მიმდინარეობს, სახელწოდებით – „გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს“. ღონისძიებას 45-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი და სახელმწიფოს ხელმძღვანელი ესწრება, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი მრავალ ფოტოს შორის გამოჰყო ამერიკელ პოლიტიკოსთან, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან მაიკლ რიჩარდ პენსთან გადაღებული ფოტო და სოციალურ ქსელში დაწერა:
“საქართველოს გვერდით ვართ და ვიქნებით მუდამ”
ჯერჯერობით უცნობია, რამე დააბარა პენსმა ზურაბიშვილის, თუ ხელის ჩამორთმევა გამოგვიგზავნა.
ერთი ნუგეშია, ზურაბიშვილი და პენსი არასოდეს დაგვტოვებენ.
კომენტარები